მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის იარაღით მომარაგებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა „ფოკს ნიუსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„იმისათვის, რომ თავი დაიცვას, უკრაინას იარაღი სჭირდება. ჩვენ ვითხოვთ დახმარებას და დახმარება არ არის. არის ბევრი სატელეფონო ზარი და ცოტა დახმარება. მხოლოდ დიპლომატიური გზით და სანქციებით რუსეთის აგრესიის შეჩერება შეუძლებელია,“-განაცხადა სააკაშვილმა.