23-27 თებერვალს, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, თბილისს ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია.როგორც ჟურნალისტბთან საგარეო უწყების პრესსპიკრემა დავით კერესელიძემ განაცხადა ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მესამე და მეოთხე ბლოკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შეფასება იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე.
,,ეს მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლებრივი დახმარების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ექსპერტთა შეხვედრები ძირითადად გაიმართება პროკურატურაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, იუსტიციის სამინისტროში და ასევე, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საქმეთა საკითხებში მინისტრის აპარატში სხვა კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით. მისია ნახავს როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს”, _აცხადებს კერესელიძე.
მისივე განმარტებით, ექსპერტები საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მოამზადებენ ანგარიშს აღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში საქართველო უმასპინძლებს ევროკავშირის ექსპერტთა მისიებს ტრეფიკინგის, კორუფციის და ფულის გათეთრების სფეროებში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შეფასების მიზნით.