25 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონზე.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იქნება ის განვითარებები, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ე.წ. ხელშეკრულებები და ის საფრთხეები, რასაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკა მოიცავს.