საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას გვირგვინებით შეამკობენ და სიტყვით მიმართავენ მოწვეულ სტუმრებს.როგორც პრემიერმა განაცხადა იუნკერებმა 94 წლის წინ გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა და თავი გასწირეს საქართველოს თავისუფლებას.
"მეც, ისევე როგორც ყველა ქართველი, ქედს ვიხდი იუნკერების ხსოვნის წინაშე. იუნკერებმა 94 წლის წინ გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, მათ თავი გასწირეს საქართველოს თავისუფლებას და ისინი გმირულად დაეცნენ მიწაზე. ეს არის მართლაც მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. სწორედ მათი უკვდავი სულის ჩვენება იყო და ის ფაქტი, რომ დღემდე მათ მოვიხსენიებთ და ქედს ვიხრით ეს არის ჩვენთვის მაგალითის მომცემი. დღეს ჩვენი ქვეყანა ასევე დგას გამოწვევების წინაშე, არის სირთულეები, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ და ჩვენი სწორი პოლიტიკით, თანამიმდევრულობით, პრაგმატული ხედვით და მიზანდასახულობით, ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ", - აღნიშნა პრემიერმა.