თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მაღალჩინოსნების დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას საქმის განხილვას იწყება.
კერძოდ, საქმე ეხება 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ ებრაელი ინსტრუქტორების მიერ წვრთნის ჩატარების საქმეს.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია თავდაცვის ყოფილი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი და შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა.
მათ გამოძიება 5 მილიონი ევროს გაფლანგვაში ადანაშაულებს.
”საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში 2008 წელს წვრთნის ჩატარებას. ბრალდება გვედავება 5 მილიონი ევროს გაფლანგვას, თითქოს ისე გადაერიცხა ეს თანხა ერთ-ერთ კომპანიას, რომ წვრთნა არ ჩატარებულა. იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენს გამოიტანენ კეზერაშვილის მიმართ,” - განაცხადა დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა.