კიევში საგანგებო ვიზიტით მყოფმა უკრაინულ ტელეარხ „ინტერს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულა. პირიქით, ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. ჩვენი აქ ჩამოსვლით გვინდოდა იმის დემონსტრირება, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ. და ეს ნაბიჯი იყო არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ უმრავლესობის, ოპოზიციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯი,“-აღნიშნა პრეზიდენტმა.