იმერეთის რეგიონის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა, - ახალი სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ზაზა მეფარიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.