კოალიცია "ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში' პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებია.
"ერთ-ერთი თემა იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკითხი. რა გადაწყვეტილებამდე მივალთ, ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ. როგორც იცით, კოალიციის პოლიტსაბჭო და მთავრობა უახლოეს ხანში ისედაც გეგმავდა აჭარაში გასვლითი სხდომის ჩატარებას, როგორც ეს ლიკანში გვქონდა. ასე რომ, ეს თემა მასზეც იქნება განხილული", - აღნიშნა სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.