საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის მიერ ვენაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტა უკვირს.
საგანელიძე ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის მიზეზს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ვიზიტი შეეწყვიტა.
,,ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს ვიცე-სპიკერის უმრავლესობიდან გამოწვევის გამო, რაც ყველამ იცოდა, რომ ასეც იქნებოდა, მნიშვნელოვანი ვიზიტი შეეწყვიტა და დაბრუნებულიყო საქართველოში. არ ვიცი, აქ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ჩამოვიდა, ვიდრე ოფიციალური ვიზიტია? ჩემთვის ეს გაუგებარია", - აღნიშნა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ ოფიციალური ვიზიტი ვენაში შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მათი თანაგუნდელის ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობის თანამდებობიდან გაწვევა გახდა.
18-20 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა იმართებოდა.