რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ყოფილი დიპლომატი და ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი დავით ზალკალიანი მუქარად აღვიქვამს და აცხადებს, რომ რუსეთის საქმე არ არის, საქართველო უსაფრთხოების რომელ ალიანსს აირჩევს.
"საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე აუცილებლად მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან რუსეთის საქმე არ არის, საქართველო უსაფრთხოების რომელ ალიანსს აირჩევს. ნატო კი, ქართველი ხალხის არჩევანია. ამიტომ, მე ამ განცხადებას მუქარად აღვიქვამ. საქართველომ აქტიური მუშაობა უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს," - განაცხადა დავით ზალკალიამა.
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.