,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის გადაწყვეტილებით ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს.
გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოაცხადა.
დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუცხადა და წარმატებები უსურვა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ აბასიძეს კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე შეცვლის.
მასალის გამოყენების პირობები