მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის მოთხოვნა, უგულავას 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვებას ითხოვდა.
რუსთავი 2-ის ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, "იმ შემთხვევაში, თუ გირაოს საფუძველზე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება, არსებობს საფრთხე, რომ ის მიიმალება. ასევე არსებობს იმის საფრთხე, რომ ის მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა დავაკავეთ მაშინ, როდესაც ის აპირებდა მიმალვას. აუცილებელია, პატიმრობა იყოს გამოყენებული".