ხვალ, 19 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა. როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერსელიძემ განაცხადა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
,,19 თებერვალს ორდღიანი ვიზით ჩამოდის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ელმარ მამედიაროვი. თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ერთ ერთი უმსხვილესი, სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო შეხების წერტილები როგორც ეკონომიკაში, ენერგეტიკაში ტრანსპორტში, ერთობლივი პროექტები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს", _განაცხადა დავით კერესელიძემ.