პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კომიტეტებს ერთი კვირის ვადა აქვთ იმისთვის, რომ ნინო გვენეტაძეს მოუსმინონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ 28 კანდიდატი იყო დასახელებული.
მასალის გამოყენების პირობები