საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვიეს.
მიწვევა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხი კოლეგის, ბოგუსლავ სობოტკასგან მიიღო.
ვიზიტის მზადება უკვე მიმდინარეობს. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის თარიღი ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის შემდეგ გახდება ცნობილი.