პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის შსს-სა და პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებზე. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესამსახურიდან აცნობეს ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ პროცესებში ამერიკელი ექსპერტების ჩართვისა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში მიღწეული პროგრესი და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მზადების პროცესი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
მასალის გამოყენების პირობები