უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის იმპორტისა და ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის, ,,უკრსპეცექსპორტ"-ის ყოფილ ხელმძღვანელზე, სერგეი ბონდარჩუკზე 16 თებერვალს ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ უკრაინის შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.
ბონდარჩუკი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებაშია ეჭვმიტანილი. მას 7 მილიონი ამერიკული დოლარის მიტაცებაში ედება ბრალი.
უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, სერგეი ბონდარჩუკი 28 იანვარს მიიმალა.
სასამართლომ მისი დაკავების შესახებ ნებართვა უკვე გასცა.
აღსანიშნავია, რომ ბონდარჩუკს სახელმწიფო ჯილდო ორჯერ აქვს მირებული.
2010 წელს მან ,,სახელმწიფოს წინაშე პირადი დამსახურებისთვის და ქვეყნის სამხედრო-ტექნიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის" უკრაინის გმირის წოდება მიიღო.
2013 წლის 5 ნოემბერს კი ის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები