საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით არჩევანს უწუნებს. შესაბამისად როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტიის წევრმა სერგო რატინმა განაცხადა პარლამნეტში ,,ნაცმოძრაობა" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, რადგან იგი არ აკმაყოფილებს თანამდებობის დასაკავებლად არც ერთ კრიტერიუმს.
,,პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვის მიერ შეთანხმებული კრიტერიუმებიც კი ვერ დააკმაყოფილა ნინო გვენეტაძის წარდგენით. პირველ რიგში, შეთანხმებული იყო რომ პოლიტიკური აფილაცია არ უნდა ჰქონოდა და ეს ქალბატონი არის აფილირებული ,,რესპუბლიკურ პარტიასთან". იგი ერთხელ იღებდა მონაწილეობას არჩევნებშიც კი. Gგარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო _რეპუტაცია. შაზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულა, რომ ეს ქალბატონი არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, როცა სასამართტლოში ქრთამი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მესამე კრიტერიუმი ეს იყო კომპეტენცია. ამ კუთხითაც ამ ქალბატონს არაფერი გამორჩეული არ აქვს. ამდენად ,,ნაცმოძრაობა" მის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ", _განაცხადა რატიანმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები