კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინიო გვენეტაძის სახით პროფესიონალი ადამიანი დაასახელა.
,,ნინო გვენეტაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი. Mმას ლექციები ჩაუტარებია ჩემთვის როდესაც ახალგაზრდა იურისტა ასოციაციაში ვსწავლობდი, შემდგომ ვთანამშრომლობდით მე თვითონ ვიწვევდი მას როგორც სპეციალისტს სხვებისთვის ტრეინინგების ჩასატარებლად", _განაცხადა ჟურნალისტებთან კორძაიამ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები