კრიმინალურ ავტორიტეტთან - ლავას ოღლისთან კონფლიქტისთვის სამსახურიდან დათხოვნილ აჭარის საპატრული პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს რევაზ ურუშაძეს სამსახურში აბრუნებენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" დეპუტატმა გივი თარგამაძემ განუცხადა.
„ეს არის თქვენთვის ექსკლუზივი - რევაზ ურუშაზე, რომელიც გაათავისუფლეს ლავას ოღლის ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ ან ზეგ ისევ პოლიციაში დაიწყეს მუშაობას - აჭარის საპატრულო სამსახურში. მას უკვე ფორმაც შეკვეთილი აქვს, ყველაფერი არის დალაგებული ზუსტად ისე, როგორც ეკა ყურშიტაშვილის საქმეზე მოხდა. თუმცა, ახლა, ჩემთვის უცნობია თავად ეს პიროვნება - ურუშაძე, რას მოყვება სამსახურში დაბრუნების მიზეზად და ესეც იტყვის რომ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და მერე ვერ წავიდა თუ, რას? მაგრამ რაღაც ესეთ ისტორიას წარმოგვიდგენენ", - განაცხადა თარგამაძემ „ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რევაზ ურუშაზე - აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე სამსახურიდან გახმაურებული ფაქტის შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მან სარფის საბაჭო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემოსვლისას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ლავას ოღლის დაკავება მოითხოვა.
არაერთი თვითმხილველის განცხადებით, ურუშაძე სახალხოდ, ადგილზევე გაათავისუფლა სამსახურიდან აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა კუპატაძემ და მის ადგილზე იქვე, პატრულ-გამომძიებელი რაიბულ მუმლაძე დანიშნა. სწორედ მუმლაძემ მიიყვანა სარფის საბაჟოზე ლავას ოღლის დასახვედრად შემდგომში პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ დევაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე რაიბულ მუმლაძემ მიიყვანა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქთან რევაზ დევაძე მას შემდეგ რაც მან პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა.