მოსკოვს დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს ჯოუნსი ეწვევა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჯოუნსი რუსეთში ორი დღე დარჩება.
ამერიკელი მაღალჩინოსანი რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს სტრატეგიული თავდასხმის იარაღისა და სხვა ორმხრივ საკითხებზე გამართავს.
პარალელურად, განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, უახლოეს დღეებში სტრატეგიული თავდასხმის იარაღის შესახებ ამერიკული მხარე რუსეთის წინადადებს მოისმენს