პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხევდრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ხელი არ უნდა შეუშალოს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას.
,,ჩვენი ევროპული არჩევანი და სომეხი ხალხის ევრაზიული არჩევანი ეს მომავალში იქნება არა დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში, არამედ დამატებითი საკითხები რომლებიც უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო მიმართულებით," - განაცხადა დავით უსუაფშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დღეს დაიწყო. უსუფაშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სომხეთის მთავრობის მეთაურდს.
მასალის გამოყენების პირობები