თბილისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარე დავით უთმელიძე, ჭადრაკში ფიდეს მსოფლიოს გრან პრის გათამაშებას დაესწრნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოჭადრაკეებს წარმატებები უსურვა და ტომაშევსკი - ჯობავას პარტიაში პირველი სვლა გააკეთა.
ფიდეს მსოფლიო გრან პრის გათამაშება ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად იმართება.
თბილისის ტურნირი 2014-2015 წლებში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო გრან პრის ოთხი ეტაპიდან ერთ-ერთია და მასში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.