საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დანიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება და გმობს მას.
"გამოვთქვამთ უკიდურეს აღშფოთებას კოპენჰაგენში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. ამგანსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ დანიის სამეფოს ხელისუფლებას, დანიელ ხალხს და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ მშვიდობა და ჩვენი საერთო კეთილდღეობა.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, რათაუზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.