,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ორი ქვეყანის ურთიერთობაზე.
,,პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით და პოლიტიკური ვითარებით იქ წყდება საქართველოს და მთლიანად ჩვენი გეოპოლიტიკის ბედი. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათ წარმატებაში. ეს ცალკეული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არ უნდა გახდეს ორმხრივ ურთიერთობებში ხელის შემშლელი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.