შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პოლიციამ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რევაზ დევაძე მას შემდეგ დააკავა, რაც მან ნეიტრალური ტერიტორია გადაკვეთა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაცემაში გასული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.
მისივე განმარტებით, გადაცემის ავტორებს არც კი მოუმართავთ შსს-თვის, ფაქტობრივი მონაცემების გადასამოწმებლად.
,,გადაცემის ავტრებს არც კი მოუმართავთ, რომ ფაქტობრივი მონაცემები გადაემოწმებინათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ამ გადაცემისთვის არ იქნებოდა მომგებიანი რომ სიმართლე ეთქვათ საზოგადოებისთვის. აქვე შემიძლია გითხრათ და შევახსენო ყველას, რომ ბატონი დევაძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, ის დაკავებულია და მისი ერთადერთი მფარველი კანონმდებლობის მიხედვით არის მისი ადვოკატი. მე მინდა გაჩვენოთ ეს ჩანაწერი და აგიხსნათ, თუ რა მოხდა რეალურად და თქვენი თვალით ნახოთ, რომ ეს ადამიანი შემთხვევიდან უმოკლეს დროში იყო დაკავებული ისე, რომ ნეიტრალურ ზონაში კი არა უშუალოდ საქართველოს მხარეს საზღვრის გადაკვეთის საშუალებაც კი არ მისცეს მას საქართველოს პოლიციის წარმომადგენლებმა.მოხდა ამ შემთხვევის არასწორი ინტერპრეტაცია ამ გადაცემაში, მე რამდენადაც ვიცი არანაირი კავშირი ამ შემთხვევას პოლიციელის მკვლელობასთან და ბრალდებულთან არ აქვს. ასე რომ შემიძლია უარვყო, რომ რომელიმე პოლიციელის გათავისუფლება მოხდა კონკრეტულ კრიმინალურ ავტორიტეტთან დაკავშირებით.მე მინდა ვისარგებლო ამ ტელე-ეთერით და პოლიციის ყველა ოფიცერს ვუთხრა, რომ კრიმინალთან ბრძოლა გრძელდება იმ რეჟიმში როგორც ჩვენ დავიწყეთ და ბრძოლა იქნება უკომპრომისო მათ შორის კრიმინალურ ლიდერებთან და კრიმინალურ სუბკულტურასთან. რაც შეეხება თავისუფალ გადაადგილებას, თუ თქვენ არქმევთ თავისუფალ გადაადგილებას იმას რომ ამ ორი წლის განმავლობაში ათეულობით ადამიანი მივეცით პასუხისგებაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ათეულობით ავტორიტეტი არის დღეს ციხეში, სწორედ ჩვენი პოლიციის მიერ დაკავებული, იმ საქმიანობისთვის რომელიც ქურდულ სამყაროს უკავშირდება. Mე, არა მგონია, რომ ამ ყველაფრის მერე ვინმეს აქვს საფუძველი, რომ ჩვენი ხელისუფლება დაადანაშაულოს კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში", -აცხადებს თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები