უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილი უნდა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კითხვების მოხსნა იმ მომენტიდან უნდა მომხდარიყო, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდა.
"ჩემი აზრით, იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი იქნა დარეგისტრირებული, კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა ყოფილიყო მოხსნილი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა, ზოგადად აღნიშნული პროცესი შეაფასა და მას ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან გვექნება დისკუსია, სადაც ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ ჩვენი ხედვები", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.