,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის საკითხის შესაძლო შეუსრულებლობის საფრთხეზე საუბრობს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, არც ისე დიდი დროა დარჩენილი, შიდა სამუშაოები ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით მეტ-ნაკლებად სრულდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
მისივე თქმით, არის სამი ძირითადი პრობლემა - ერთ-ერთი პირველი მიგრაციის პოლიტიკაა, სადაც როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი.
ვიქტორ დოლიძემ ასევე, თავშესაფრის პოლიტიკასთან დაკავშირებულ და საზღვრის დაცვის პრობლემატიკაზე ისაუბრა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ეს სამი საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტები იმისა, რომ ვიზის ლიბერალიზააცის და უვიზო მიმოსვლის საკითხში წინსვლა იყოს.როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ეს არის თემა, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები", როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე მონიტორინგს გაუწევენ, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით.