,,ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე ყველაფერი შესანიშნავად მიდის", _განაცახდა სხომიდან გამოსულა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი ბოლომდე კარგად ჩაივლის.
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხს სხდომის დასაწყისში ძალიან ზოგადად შევეხეთ. მსჯელობა ამაზე ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის. ჩვენ ქართველები ვართ და გვჩვევია მწვავე განცხადებების გაკეთება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კოალიცია ,,ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს.
სხდომის მიზეზი კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" არსებული დაპირისპირებაა, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციაა რომელიც უზენაესი სამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.