გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ინფორმაციით, საქმე ჩაიბარა ახალმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც ყველა გარემოებას თავიდან შეისწავლის.
როგორც ,,რუსთავი-2"_თან საუბარში ადვოკატი ლალი ბიწოშვილი განმარტავს, საქმე მალე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ, მტკიცებულებების ნაწილის კვალი წაშლილია.
შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.
ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. ამ დრომდე საქმე გაუხსნელია.