,,ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში მათი თანგუნდელების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. როგორც პარტიის მიერ მითითებულ განცახდებაშია განმარტებული 9 თებერვალს, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინიციატივით დაიწყო უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა. ხოლო 3 დღის შემდეგ, 12 თებერვალს ხელოვნურად შეთითხნილ საქმეზე, აჭარის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების" თავმჯდომარე ირაკლი ბარამიძე.
პარტიის ინფორმაციით, სამსაათიანი დაკითხვის მთავარი თემა 2011 წელს ქედის მუნიციპალიტეტში, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის პერიოდში, საჩოგბურთო კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობა იყო, კითხვები კი ზოგად საკითხებს შეეხებოდა.
,,კერძოდ, ბეტონის საფარის ხარისხი 250 მარკის ნაცვლად, რატომ აღმოჩნდა 200 მარკის, თუ რატომ იყო მოედნის შესაღებად საჭირო საღებავი სხვა ფირმის, რატომ განხორციელდა ავტომანქანის შეძენა ქედის გამგეობისთვის და სხვა საკითხები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო გამგებლის კომპეტენციასთან და კანონის დარღვევასთან.ეს იყო დაშინებისა და მუქარის აშკარა მცდელობა უმაღლეს საბჭოში ჩვენს მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებების განხორციელების ხელშეშლისათვის და პროკურატურის გამოყენებით თანამდებობების შენარჩუნებისათვის", -აცხადებენ პარტიაში.
მასალის გამოყენების პირობები