თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინიტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზვამ განაცხადა შაბათ-კვირას დასაველთ საქართველოში უნალექო ამინდში, ხოლო აღმოავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, საღამოს საათებში გაძლიერდება ყინვა.
,,დასავლეთ საქართველოში შაბათ-კვირისთვის უნალექო ამინდი შენარჩუნდება, რაც შეეხება დღის მაქსიმალურ ტემპერატურას ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. ამ საღამოს გაძლიერდება ყინვა და მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელი -7, -12 გრადუსი ყინვა", _აცხადებს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, თბილისშიც არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამაღამ მოსალოდნელია მცირე თოვლ-წყაპი, დილით ნისლი ხვალ კი ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და 5, 6 გრადუსამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები