27 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიცილური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. ამის შესახებ, ცნობილი საგარეო უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილისა და რუმინეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელის ბოგდან აურესკუს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ასევე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ბათუმსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენა და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო კორიდორის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
მასალის გამოყენების პირობები