დღეს, 13 თებერვალს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოგდან აურესკუს შეხვდება.
შეხვედრა  მთავრობის ადმინისტრაციაში 14:50 საათზე მე-8 სართულზე  შედგება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები