ევრონესტის თანა-პრეზიდენტებმა ჰეიდი ჰაუტალამ და ბორის ტარასიუკმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს ვიქტორ დოლიძესთან, სადაც მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ერევანში დაგეგმილ ბიუროს სამიტზე აზერბაიჯანის შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილეს. ბორის ტარასიუკის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს რასაც შეეცდება მინსკის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის უმაღლეს დონეზე გამართვის შემთხვევაში. ტარასიუკმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გააკრიტიკა, რომლის მოთხოვნითაც უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს მართველობის მოწყობის მიხედვით, პრაქტიკულად ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა მიანიჭა.
რაც შეეხება ევრონესტის ბიუროს სამიტზე, ერევანში, აზერბაიჯანის მონაწილეობის საკითხს, განიხილება ევრონესტის თანა-პრეზიდენტების ვიზიტი ბაქოსა და ერევანში, რომლებიც შეეცდებიან დაარწმუნონ აზერბაიჯანის ხელისუფლება მონაწილეობის აუცილებლობაში. ჰეიდი ჰაუტალამ და ბოტის ტარასიუკმა ვიქტორ დოლიძეს სთხოვეს თბილისსა და ბაქოში ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პირადი ბერკეტები გამოიყენოს.
12 თებერვალს საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული ცვლილებები განიხილება და მომავალი შეხვედრის თარიღი განისაზღვრება.