თეა თუთბერიძე საპატრიარქოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატების გამართვის გაკეთებულ განცხადებას თეა თუთბერიძე ეხმიანება.
თეა თუთბერიძე საპატრიარქოსთვის ღია ეთერის დათმობის შემთხვევაში თავადაც იგივე პირობებს ითხოვს.
"მივმართავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თუ ეთერი დაეთმობა საპატრიარქოს, მოვითხოვ ღია, პირდაპირი ეთერის დათმობას ჩემთვისაც, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საპატრიარქოც ცდილობენ ის დისკუსია, რომელიც მე წამოვიწყე, დაიყვანონ იმ იაფფასიან რგოლებამდე, რომელიც ამ დისკუსიის დროს განვათავსე ჩემს პირად გვერდზე facebook-ში", - ნათქვამია თუთბერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუთბერიძე მიიჩნევს, რომ არსებობს კითხვები, რომლეზედაც პასუხი უნდა გასცეს საპატრიარქომაც და ხელისუფლებამაც.
"მიმაჩნია, რომ დისკუსიაში დაცული უნდა იქნას ბალანსი და თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ დებატებში წარმოდგენილი როგორც საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც კითხვები და პრეტენზიები გააჩინია, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები", - აცხადებს თუთბერიძე.
შეგასხენებთ, რომ თეა თუთბერიძის პირად გვერდზე facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეომასალას პატრიარქთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. თუთბერიძის ქმედების მიმართ საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტის უმრავლესობამ, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, პოლიტიკური სპექტრის სხვა წამორმადგენლებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. გაჟრერდა თავშეკავებული პოზიციებიც.
თავად პატრიაქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანს მუდმივად აქვს განსაცდელი, თუმცა ის მოთმინებით უნდა დაძლიოს.
"ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა, რომლისაც ადამიანს არ უნდა შეეშინდეს", - ბრძანა ილია მეორემ.
აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში პოლემიკა კვლავაც გრძელდება, რასაც საპატრიარქოს განცხადება მოყვა.
საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა წარიმართოს.
"ჩვენთვის გაუგებარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საპატრიარქოს ინიციატივის იგნორირება, პირდაპირი ეთერით გამოყოფის შესახებ, რაც ბადებს ეჭვს, რომ საქმე არ გვაქვს მხოლოდ ცალკეული პირების მიერ გაჟღერებულ ცილისწამებებთან, არამედ გარკვეული ძალების ქმედებებთან. საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს, რომ უწმინდესის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება. აღნიშნული მოვლენები ქვეყნისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება და არსებულ სიტუაციას სერიოზულად დაძაბავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატრიარქო კვლავ მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დებატები გაიმართოს~, - აღნიშნულია განცხადებაში.