,,თავისუფალი დემოკრატების" მორიგი რეგიონალური შეხვედრა მარნეულში გაიმართა.პარტიის ადგილობრივ აქტივთნ ერთად შეხვრდრაზე დასწრების სურვილი მარნეულის არაპარტიულმა მაცხოვრებლებმაც გამოთქვეს.
ირაკლი ალასანიამ, ალექსი პეტრიაშვილმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და თამარ კეკენაძემ შეხვედრაზე, რომელმაც აქტიურ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა, პარტიის მიზნებზე და რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ადგილობრივებმა სტუმრებს თვითმმართველობის არაეფექტურობის და იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც უშუალოდ მარნეულს და ქვემო ქართლის რეგიონს აწუხებს.
შეხვედრის ბოლოს პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რამიზ გიულმამედოვმა ირაკლი ალასანიას საჩუქრად ყურანი გადასცა. შეხვედრა USAID - ის ჩართულობის ცენტრის დახმარებით, ამავე ორგანიზაციის მარნეულის ოფისში გაიმართა.