დონბასში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. დებალცევოში სახელისუფლო ძალებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკებები გრძელდება. დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ალყაში არიან მოქცეულნი, მათმა მეთაურებმა კი თავს გაქცევით უშველეს. სეპარატისტთა მტკიცებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ 78 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოფიციალური კიევი სეპარატისითა მიერ გავრცელებული ინფორმაციას არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები