ზუგდიდში ბიზნესმენ გოდერძი ლუკავას სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ნივთების ნაწილი გზაში გადაყარეს.
ნაქურდალი ნივთების ნაწილი გაქურდული ლუკავას სახლის წინვე დატოვეს, რომელიც ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს.
მძარცველებმა სახლიდან ავტომობილი, ტექნიკა, ოქრო და სხვა ძვირფასეულობა წაიღეს.
გოდერძი ლუკავა კომპანია "თოლიას" წარმომადგენელია სამეგრელოში. დაზარალებულები პოლიციას ჩვენებას ამ დრომდე აძლევენ.