უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის რვა პირმა  თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარდგინებაზე უარი განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ,   ნუნუ კვანტალიანმა,  დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ,  იური ტაბუცაძემ,. ნათია წკეპლაძემ,   ლადო ჭანტურიამ,  თინათინ ხიდაშელმა. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ 9  თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  დასრულდა საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი.
ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.