თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს გია სოსანაშვილს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში განზარხ მკვლელობა ედება რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები