თბილისის საქალაქო სასამართლო იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელის გია სოსანაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.როგორც სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.