ტულის "არსენალსა" და ავსტრიულ "ლასკს" შორის ამხანაგური შეხვედრა ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. დაპირისპირება თურქეთის ქალაქ კუნდუს ცენტრალურ სტადიონზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მსაჯმა უხეში თამაშისთვის რუსების მცველი ანდრეი ლიახა გააძევა. ამის გამო მოედანზე არსენალის სათადარიგო ფეხბურთელები შეცვივდნენ, რასაც სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა. შეხვედრის არბიტრი იძულებული გახდა თამაში შეეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები