რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციების შედეგად ევროკავშირის ქვეყნებმა 21 მილიარდი ევრო დაკარგეს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალიომ ბრიუსელში, თავის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ახალაი სანცქიების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას ესპანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის გამო რუსეთის წინააღმდეგ აქამდე გატარებული სანქციები თავად ევროკავშირის ქვეყნებსაც ძვირი უჯდებათ.
გარსია-მარგალიომ განმარტა, რომ შემოღებული აკრძალვების გამო ესპანეთში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის და ტურიზმის ინდუსტრიამ იზარალა.