უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი დაუკავშირდა. ფედერიკა მოგერინისა და პეტრო პოროშენკოს საუბარი გვიან ღამით შედგა. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი განიხილეს. დღეს კი ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები