ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვია. გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში შეხვედრას თეთრი სახლის ლიდერთან გამართავს. მხარეები აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისს განიხილავენ. მერკელი ობამას "ნორმანდიული" ოთხეულის შეხვედრის შედეგებს გააცნობს. გარდა ამისა, მხარეები გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზეც იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები