დიდი ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი ტირანივით იქცევა.
,,ამ ადამიანმა 21-ე საუკუნეში საერთაშორისო საზღვრები დარღვია და თავისი ჯარი სხვა ქვეყნის დასაბყრობად გაგზავნა, იმოქმედა რა, 20-ე საუკუნის ტირანივით." - აღნიშნა ჰემონდმა ტელეარხ Sky News- თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ომი მოუგონ რუსეთის არმიას და ამ საკითხის განხილვას აზრი არა აქვს, ამიტომ კონფლიქტი პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.
უკრაინული კრიზისის დასაწყისიდან, დასავლეთი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერასა და დონბასში მიმდინარე ბრძოლებში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს, თუმცა მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.