აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალური მონაცემების მიხედვით ახმაურებენ.
ამის შესახებ გერმანელი ექსპერტების ვარაუდს გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung- ი აქვეყნებს.
,,ოფიციალური მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებს ამ დრომდე 1200 ჯარისკაცი და 5400 სამოქალაქო პირი შეეწირა. თუმცა უსაფრთხოების საკითხებში გერმანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალურად ათჯერ მეტი ადამიანია დაღუპული." - წერს გერმანული გამოცემა.
ექსპერტების თქმით, დაღუპულთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის შეკვეცილი და ნდობას არ იმსახურებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაღუპულთა მცირე რიცხვს აცხადებენ, მაშინ როცა, სინამდვილეში ათობით ადამიანი იღუპება.
მასალის გამოყენების პირობები