შესყიდვების საკითხებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა, ქალაქ ნიკოლაევში მცხოვრებმა დავით არახამიამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
უკრაინული პასპორტი მან სოცილაურ ქსელ ,,ფესიბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
არახამიას თქმით, ეს მისთვის დიდი გამარჯვება და ცხოვრებაში გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.
,,მიმაჩნია, რომ მოქალაქეობის მიცემა უბრალოდ და მარტივად არ შეიძლება. მოქალაქეობა ადამიანმა უნდა დაიმსახუროს.
ვიდრე ხმის მიცემის და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მოგცემენ, სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ შეგიძლია საღად შეაფასო და გააკეთო არჩევანი ." - წერს არახამია.
მან უკრაინის მთავრობას, მოქალაქეობის მიღების შესახებ თხოვნით, ცოტა ხნით ადრე მიმართა.
აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე უკრაინაში საზოგადოებრივ აქტიურობას ეწევა,ის IT კომპანიის "Template Monster"- ის დირექტორია და რამდენიმე წელია, ქალაქ ნიკოლაევში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები