ჩინეთის ხელისუფლებამ კორუფციაში ბრალდებული ხუთი ბიზნესმენის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანა და ხუთივე სიკვდილით დასაჯა.
დასჯილთა შორის ჩინეთის ერთ-ერთი უძლიერესი სამთომომპოვებელი კორპორაციის Hanlong Group -ის ყოფილი უფროსი, მილიარდერი ლიუ ჰანია.
როგორც ჩინური მედიასაშუალებები იუწყებიან, თავის დროზე ის დაახლოებული იყო, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ექს-მინისტრის ჩჟოუ იუნკანის შვილთან, რომლის გარშემოც ამჟამად ძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები